პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს განიხილავენ
13:18 / 16.10.2019
2019
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების
შეტანის თაობაზე დღეს საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე
იმსჯელებს.
ცვლილებების პროექტით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის
ბიუჯეტი 2.2 მილიონი ლარით, 8.2 მილიონ ლარამდე იზრდება. ამასთან,
იზრდება ცალკეული სამინისტროების ხარჯების მაჩვენებლები.
ცნობილია, რომ ოპოზიცია ბიუჯეტის კორექტირებას მხარს არ დაუჭერს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრების განცხადებით, წარმოდგენილი
ცვლილებები ლარის გაუფასურების რისკს კიდევ უფრო გაზრდის.
განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია. უმრავლესობის წევრები
აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილებები ქვეყანას არ დააზარალებს.
„მაკროეკონომიკური პარამეტრები იგივე რჩება ხარჯების
ნაწილში. ასიგნებები იზრდება 223 მილიონით და აღწევს 13 მილიარდ 300
მილიონს. ეზრდება ხარჯები ეზრდება განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის
სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ასევე საპენსიო სააგენტოს. ეს
ნიშნავს, რომ 2019 წლის განმავლობაში დაიხარჯება 13 მილიარდ სამასი
მილიონი.
ვფიქრობ, უმრავლესობა ამ პროექტს მხარს დაუჭერს და დამტკიცებული
იქნება სესიაზე,” – განაცხადა პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.