პროსტიტუციის ბრალდებით, თურქეთიდან უცხო ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები გამოაძევეს
თურქეთში, ართვინის პროვინციაში პროსტიტუციის ბრალდებით უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე დააკავეს და გააძევეს. დაკავებულთა შორის საქართველოს რვა მოქალაქე იყო. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენ თურქი“ ავრცელებს.

ოპერაცია ერთდროულად რამდენიმე სასტუმროსა და ღამის კლუბში ჩატარდა. დაკავებულთა შორის ასევე იყვნენ უზბეკეთის, ყირგიზეთის, რუსეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები