ერდოღანმა ტრამპის წერილი “ნაგავში მოისროლა“ – BBC
BBC წერს , რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა “ნაგავში მოისროლა“ დონალდ ტრამპის წერილი, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი თურქ კოლეგას მოუწოდებდა, არ ყოფილიყო მაგარი ბიჭი და არ ყოფილიყო სულელი.

ტრამპმა ერდოღანს წერილი სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაუგზავნა და მასში არაფორმალური ლექსიკა გამოიყენა.

BBC-ის თქმით, თურქეთის პრეზიდენტთან მიახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ ერდოღანმა წერილში არსებული შეთავაზებები “კატეგორიულად უარყო“.

წერილის მიღების დღეს, თურქეთმა მორიგი შეტევა წამოიწყო ჩრდილოეთ სირიაში.

“ნუ იქნები მაგარი ბიჭი. ნუ იქნები სულელი! მოგვიანებით დაგირეკავ.“ – ნათქვამია ტრამპის წერილში.

საპასუხოდ, თურქეთის პრეზიდენტთან დაახლოებულმა წყარომ BBC-ის განუცხადა: “პრეზიდენტმა ერდოღანმა მიიღო წერილი, კატეგორიულად უარყო და ნაგავში მოისროლა“.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები