პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ხელმძღვანელი დაამტკიცა.
გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურას პარლამენტის
პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე უყარეს კენჭი. კენჭისყრა ფარული
იყო.
სუს-ის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილს მხარი 85-მა დეპუტატმა
დაუჭირა, რვა კი წინააღმდეგი იყო.
პარლამენტმა გრიგოლ ლილუაშვილი თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით
დაამტკიცა.