18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი
სასიცოცხლო პოტენციალის მკვეთრი შემცირების გამო, ამ დღეს განსაკუთრებით საშიშია გადაღლა. პარტნიორთან უთანხმოება შეიძლება ნეგატიურად აისახოს საქმის მიმდინარეობაზე. მამაკაცებს ვურჩევთ, ახალი საქმის დაწყებისგან თავი შეიკავონ - შესაძლოა, გეგმების გადახედვა მოგიწიოთ. ეცადეთ, რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ. პირად ცხოვრებასა და სასიყვარულო ურთიერთობებში იმედგაცრუება გელით.


კურო
დაძაბული დღეა, რომელიც საქმის მიმართ სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. სამსახურში მცირე გაუგებრობა კოლეგებთან კამათს გამოიწვევს. ყურადღებით იყავით და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს ერიდეთ, რადგან არაკეთილმოსურნე ადამიანი თქვენს დაზარალებას ცდილობს. თქვენს წინდახედულებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.


ტყუპები
მონანიებისა და სულიერი განწმენდის დღეა. დაგეგმილი შოპინგი სხვა დროისთვის გადადეთ, რადგან ტყუილი და ფინანსური დანაკარგი გელით. ხელსაყრელია მოგზაურობა, ფიზიკური დატვირთვა და შემოქმედებითი სამუშაო. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. შესაფერისი დღეა ხალხური მედიცინით მკურნალობისთვის.


კირჩხიბი
ამ დღეს სირთულეები გელით. შესაძლოა, ახლობელი ადამიანისგან მიღებულმა ცნობამ მთლიანად შეცვალოს თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა. გამორიცხული არ არის, რომ მისი დახმარება მოგიწიოთ.


ლომი
სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა, თუმცა ამ დღის წინააღმდეგობრივი ტენდენციებისა და თქვენი შინაგანი არასტაბილურობის გამო წარმატებამ ნებისმიერ წუთს ზურგი გაქციოთ. გაითვალისწინეთ, დაუფიქრებელმა მოქმედებებმა შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოგიტანოთ.


ქალწული
დღის პირველ ნახევარში საოჯახო საქმეები ბევრ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. გამორიცხული არ არის, სასურველი რეალობად მიიჩნიოთ და დიდი შეცდომა დაუშვათ. საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან პარტნიორული ურთიერთობა ამ დღეს ძალიან ნაყოფიერი იქნება და ორმხრივ სიამოვნებას მოგანიჭებთ.


სასწორი
ხელსაყრელი დღეა. მაღალი სასიცოცხლო პოტენციალი, პიროვნული მომხიბვლელობა და ადამიანების დარწმუნების უნარი საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ, თუმცა მაცდური წინადადებების მიმართ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მოსალოდნელია გაუგებრობა და დაპირისპირება პარტნიორებთან, პრობლემები ახლობელ ადამიანებთან, გაუთვალისწინებელი ხარჯები ან ბავშვებთან დაკავშირებული სირთულეები.


მორიელი
საშიში დღეა. არსებობს უბედური შემთხვევების, ტრავმები და ავარიების რისკი. მხოლოდ სიფრთხილისა და ყურადღების საშუალებით შეძლებთ, უსიამოვნო ფაქტები თავიდან აიცილოთ. ეცადეთ, საკუთარი ძალები რეალურად შეაფასოთ.


მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი, ადამიანების დარწმუნების უნარი და პიროვნული მომხიბვლელობა წარმატების მიღწევაში გეხმარებათ, თუმცა კომერციულ ოპერაციებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. სასიყვარულო საქმეებში იმედგაცრუება გელით.


თხის რქა
ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან პარტნიორული დამოკიდებულება ნაყოფიერი იქნება და ორმხრივ სიამოვნებას მოგიტანთ. მარტოხელა თხის რქებს სასიამოვნო, მაგრამ ხანმოკლე ნაცნობობა ელით. სიტუაციის მიხედვით მოქმედების ტაქტიკის შეცვლის უნარი წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.


მერწყული
შინაგანი პოტენციალის გამოვლენის დღეა. მერწყულების წარმატება ამ დღეს მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, როგორ შთაბეჭდილებას მოახდენენ გარშემომყოფებზე. სიახლის შეგრძნება მთელი კვირის მანძილზე არ დაგტოვებთ.


თევზები
ეს დღე ცვლილებებს განასახიერებს. მარტოხელა თევზებს შანსი აქვთ, უჩვეულო და ძალიან საინტერესო ადამიანს შეხვდნენ, რომელიც მათი ცხოვრებს სტილს შეცვლის, თუმცა, საეჭვოა, ეს კავშირი ქორწინებით დასრულდეს. მეუღლეებს ურთიერთობაში მძიმე პერიოდი ელით, რომელიც მათი გრძნობების სიმტკიცეს გამოცდის. გამორიცხული არ არის ურთიერთობების გაწყვეტაც.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები