ამერიკის მთავრობა საქართველოს ევროვნული პარკების დასაცავად 1.6 მილიონ დოლარიან პროგრამას იწყებს
ამერიკის მთავრობა საქართველოს ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად, 1.6 მილიონ აშშ დოლარის ხუთწლიან პროგრამას იწყებს.

„საქართველოს ბუნება ფასდაუდებელია და მისი შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ქვეყნის თვალწარმტაცი ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად ამერიკის მთავრობა დღეიდან იწყებს $1.6-მილიონიან, ხუთწლიან პროგრამას, რომლის მიზანიც საქართველოს ეროვნული პარკების შენარჩუნება და მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაა”, - ნათქვამია საქართველოში ამერიკის საელჩოს „ფეისბუქ” გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: პირველი არხი
Print