27 წლის კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში 27 წლის კაცი საკუთარი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით,გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და გარკვეული პერიოდი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა. ის სახლის უკანა ეზოში მამიდამ იპოვა.

შსს-ს ინფორმაციითმფაქტზე გამოძიება სს სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

წყარო: tv4.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები