საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნოემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნოემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყება.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ვაქცინები რისკჯგუფებზე წინასწარ არის განაწილებული.

„უფასო ვაქცინაცია საქართველოში 29 ოქტომბრიდან შემოვა და ვაქცინაციის პროცესი რისკჯგუფებისთვის ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყება. საქართველოს ვაქცინის მომწოდებელ კომპანიასთან კონტრაქტი უკვე გაფორმებული აქვს, რომლის ფარგლებშიც 100 ათასზე მეტი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზა შემოვა ქვეყანაში. იმის გამო, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მთელს მსოფლიოში გრიპის ვირუსის პროგნოზის გაკეთება ერთი თვით დააგვიანა, ამიტომ ვერ მოხერხდა მისი აქამდე შემოტანა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები