თბილისში ბავშვს მატარებელი დაეჯახა
თბილისში ბავშვს მატარებელი
დაეჯახა.
როგორც ნეტგაზეთს შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 275-ე
მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან
საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის
დარღვევას გულისხმობს.
უწყების ცნობითვე, დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შენიშვნა:თავდაპირველად ეწერა, რომ გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლის
პირველი ნაწილით დაიწყეს, თუმცა გამოქვეყნების შემდეგ უწყებიდან
დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ გამოძიება ამ მუხლის მე-2 ნაწილით
არის დაწყებული.