ბათუმის პორტში აშშ-ის სამხედრო ხომალდი „პორტერი“ შევიდა
12:58 / 22.10.2019
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი
USS Porter (DDG 78) ბათუმის ნავსადგურს ესტუმრა.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტი ემსახურება აშშ-სა
და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული
მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით. საელჩოს ცნობით, ეს გემის
მეორე ვიზიტია საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-სა და
საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობას.
USS Porter (DDG 78) არის Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო
გამანადგურებელი. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები, მოიგერიოს
წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები.
USS Porter-ის ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი მეზღვაურები მოინახულებენ
ისტორიულ ადგილებს და გააღრმავებენ პარტნიორობას ქართველ
კოლეგებთან.
აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ხშირად ოპერირებენ შავ ზღვაში
მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად.
USS Porter-ის მეთაურია კაპიტანი ქრეგ ტრენტი. ხომალდზე იმყოფება 39
ოფიცერი და 282-კაციანი პერსონალი. ხომალდის ზომებია: სიგრძე – 154
მეტრი, სიგანე – 20 მეტრი, წყალწყვა – 11 მეტრი.
ხომალდი USS Porter წარმოადგენს ესპანეთის როტის ნაწილს და აშშ-ის
მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობას იღებს
მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს რა რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების
დაცვასა და „ნატო“-ს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას
ევროპაში.
მე-6 ფლოტი, რომლის სათაო ოფისი ნეაპოლშია, ახორციელებს ერთობლივ და
საზღვაო ოპერაციების სრულ სპექტრს. ხშირად ეს ოპერაციები ტარდება
მოკავშირე და უწყებათაშორის პარტნიორებთან კოორდინირებულად, რათა ხელი
შეუწყონ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ევროპასა და აფრიკაში.