ბათუმში მშენებლობაზე 23 წლის მუშა დაიღუპა
მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან 23 წლის მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა ბათუმში, ბესიკის და 26 მაისის ქუჩების კვეთაში დღეს, 7 ნოემბერს მოხდა.

დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა ბათუმის „მედცენტრში“ გადაიყვანა, თუმცა კლინიკაში გვითხრეს, რომ საავადმყოფოში შეყვანამდე უკვე გარდაცვლილი იყო.

დაღუპული მუშაობდა კომპანია „გიგეროში“. კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ არ იცის, რა მოხდა და ახლა მიდის ობიექტზე ამბის დეტალების გასარკვევად.

წყარო: ნეთგაზეთი
Print