სიახლე
ლილოს დასახლებაში „მანის“ მარკის 10 ახალი ავტობუსი იმოძრავებს
ლილოს დასახლებაში №1 ავტობუსის ხაზს დღეიდან 10 ახალი, „მანის“ მარკის ავტობუსი დაემატა.

თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტობუსები, რომლებმაც „ბოგდანის“ მარკის ყვითელი ავტობუსები ჩაანაცვლეს, მეტროსადგურ „ისნიდან“, კახეთის გზატკეცილის გავლით, ლილო-ლოჭინის მგზავრებს მოემსახურებიან.

აღნიშნულ მარშრუტს დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ახალი ავტობუსით მგზავრობისას გაეცნო.

მისი თქმით, ძველი ავტობუსების ახლებით ჩანაცვლების პროცესი გრძელდება და ამჯერად სიახლე ლილოს დასახლებას შეეხო. დეპუტატის თქმით, ხაზებზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსების დამატება მოსახლეობის კომფორტული გადაადგილების გარდა, მოლოდინის დროსაც საგრძნობლად შეამცირებს, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას კიდევ უფრო მოსახერხებელს გახდის.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გაუმჯობესება ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ხაზზე ახალი ავტობუსების დამატება აქტიურად მიმდინარეობს. ავტობუსების ჩანაცვლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარეუბნებისთვის. მოხარული ვარ, რომ ჩემს სამაჟორიტარო ოლქში, ორხევის დასახლების შემდეგ, ახალი ავტობუსები დღეს უკვე ლილოშიც იმოძრავებენ“, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ავტობუსით პარლამენტარმა შოთა ხაბარელმა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი შარკოვმაც იმგზავრეს.

მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2019 წელს 90 ერთეული, 10 მეტრიანი „მანის“ მარკის ავტობუსები შეიძინა.

ავტობუსები 82 მგზავრზეა გათვლილი. ავტობუსი შშმ პირთათვის ადაპტირებულია. ასევე, დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდენცირებისა და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალება.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დღეს
მედიამ ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობიდან წასული ოთხი დეპუტატი:
თამარ ჩუგოშვილი, სოფო ქაცარავა, თამარ ხულორდავა და დიმიტრი
ცქიტიშვილი შენიშნა.
დღეს მედიამ ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობიდან წასული ოთხი დეპუტატი: თამარ ჩუგოშვილი, სოფო ქაცარავა, თამარ ხულორდავა და დიმიტრი ცქიტიშვილი შენიშნა.
თბილისის საკრებულომ ტაქსების რეგულირების წესში
ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც მანქანის ყველა დეტალი, მათ
შორის, “ბამპერი” თეთრი ფერის უნდა იყოს.
თბილისის საკრებულომ ტაქსების რეგულირების წესში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც მანქანის ყველა დეტალი, მათ შორის, “ბამპერი” თეთრი ფერის უნდა იყოს.
დეპუტატი რუსლან გაჯიევი საპარლამენტო
უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული
ოცნება- კონსერვატორების“ წევრმა „ინტერპრესნიუსს“ თავად
განუცხადა.
დეპუტატი რუსლან გაჯიევი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრმა „ინტერპრესნიუსს“ თავად განუცხადა.
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დატოვა
“ქართული ოცნების” ოფისი, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის
თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დატოვა “ქართული ოცნების” ოფისი, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.
საპარლამენტო უმრავლესობის რიგები ფრაქცია
“ქართული ოცნება-კონსერვატორების” სამმა წევრმა – ზვიად ძიძიგურმა,
ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ – დატოვა. როგორც ისინი აცხადებენ, ამის
მიზეზი პარლამენტის მიერ 14 ნოემბერს პროპორციული არჩევნების პროექტის
ჩაგდება გახდა.
საპარლამენტო უმრავლესობის რიგები ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” სამმა წევრმა – ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ – დატოვა. როგორც ისინი აცხადებენ, ამის მიზეზი პარლამენტის მიერ 14 ნოემბერს პროპორციული არჩევნების პროექტის ჩაგდება გახდა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად
ძიძიგური უმრავლესობას ტოვებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური უმრავლესობას ტოვებს.
აჭარის ტელევიზიის შემდეგ ქართული ოცნების წევრი
და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე TV პირველის
წამყვანის,
აჭარის ტელევიზიის შემდეგ ქართული ოცნების წევრი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე TV პირველის წამყვანის,
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან
სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს, რომლებიც აჭარის მთავრობის
თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს, რომლებიც აჭარის მთავრობის თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.