სიახლე
სასამართლომ დონალდ ტრამპს თანხების „ბოროტად გამოყენების“ გამო 2 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა
ნიუ-იორკის სასამართლომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საკუთარ საქველმოქმედო ფონდში მობილიზებული თანხების პოლიტიკური კამპანიის დასაფინანსებლად „ბოროტად გამოყენების“ გამო, 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მოსამართლის განცხადებით, ამერიკელი ვეტერანებისთვის ფონდში მობილიზებული თანხები დონალდ ტრამპმა 2016 წელს აიოვას შტატში ჩატარებული პრაიმერის დასაფინანსებლად გამოიყენა, რითაც თავისი „ფიდუციარული ვალდებულება დაარღვია.“

მოსამართლე სალიან სკარპულას განმარტებით, ისეთი საქველმოქმედო დაწესებულებების, როგორსაც დონალდ ტრამპი და მისი სამი შვილი ხელმძღვანელობდა, პოლიტიკაში ჩარევა არ შეიძლება და თანხა დონალდ ტრამპს საკუთარი შემოსავლებიდან უნდა გადაეხადა.

„ბატონ ტრამპს 2 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა, რომელიც ფონდში წავა, თუკი ის კვლავ იფუნქციონირებს,“- განაცხადა მოსამართლემ.

რაც შეეხება დონალდ ტრამპ უმცროსს, ერიკ და ივანკა ტრამპებს, რომლებიც ასევე ტრამპის ფონდის დირექტორები იყვნენ, მათ საქველმოქმედო დაწესებულებების ოფიცრებისა და დირექტორების მოვალეობების შესახებ სავალდებული ტრენინგების გავლა დაევალათ.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აღნიშნული საქმე „პოლიტიკურად მოტივირებული“ იყო. „ უბადრუკი „დემოკრატები“ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩემს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი აღძრან,“- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ტრამპის საქველმოქმედო ფონდი 2018 წელს დაიხურა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დღეს
მედიამ ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობიდან წასული ოთხი დეპუტატი:
თამარ ჩუგოშვილი, სოფო ქაცარავა, თამარ ხულორდავა და დიმიტრი
ცქიტიშვილი შენიშნა.
დღეს მედიამ ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობიდან წასული ოთხი დეპუტატი: თამარ ჩუგოშვილი, სოფო ქაცარავა, თამარ ხულორდავა და დიმიტრი ცქიტიშვილი შენიშნა.
თბილისის საკრებულომ ტაქსების რეგულირების წესში
ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც მანქანის ყველა დეტალი, მათ
შორის, “ბამპერი” თეთრი ფერის უნდა იყოს.
თბილისის საკრებულომ ტაქსების რეგულირების წესში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც მანქანის ყველა დეტალი, მათ შორის, “ბამპერი” თეთრი ფერის უნდა იყოს.
დეპუტატი რუსლან გაჯიევი საპარლამენტო
უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული
ოცნება- კონსერვატორების“ წევრმა „ინტერპრესნიუსს“ თავად
განუცხადა.
დეპუტატი რუსლან გაჯიევი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრმა „ინტერპრესნიუსს“ თავად განუცხადა.
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დატოვა
“ქართული ოცნების” ოფისი, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის
თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დატოვა “ქართული ოცნების” ოფისი, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.
საპარლამენტო უმრავლესობის რიგები ფრაქცია
“ქართული ოცნება-კონსერვატორების” სამმა წევრმა – ზვიად ძიძიგურმა,
ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ – დატოვა. როგორც ისინი აცხადებენ, ამის
მიზეზი პარლამენტის მიერ 14 ნოემბერს პროპორციული არჩევნების პროექტის
ჩაგდება გახდა.
საპარლამენტო უმრავლესობის რიგები ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” სამმა წევრმა – ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ – დატოვა. როგორც ისინი აცხადებენ, ამის მიზეზი პარლამენტის მიერ 14 ნოემბერს პროპორციული არჩევნების პროექტის ჩაგდება გახდა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად
ძიძიგური უმრავლესობას ტოვებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ძიძიგური უმრავლესობას ტოვებს.
აჭარის ტელევიზიის შემდეგ ქართული ოცნების წევრი
და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე TV პირველის
წამყვანის,
აჭარის ტელევიზიის შემდეგ ქართული ოცნების წევრი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე TV პირველის წამყვანის,
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან
სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს, რომლებიც აჭარის მთავრობის
თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს, რომლებიც აჭარის მთავრობის თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.