რუსული მედიის ცნობით, დაღესტანში ორი ახალგაზრდა ქალი „ისლამური სახელმწიფოს“ დაფინანსების ბრალდებით დააკავეს
რუსული მედიის ცნობით, დაღესტანში, „ისლამური სახელმწიფოს“ დაფინანსების ბრალდებით, ორი ახალგაზრდა ქალი დაკავეს.

მათივე ცნობით, დაკავებული არიან 24 და 33 წლის ქალები, რომელთაც გასულ წელს „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ინტერნეტის მეშვეობით გაიცნეს და გადაწყვიტეს მათთვის ფინანსური მხარდაჭერა აღმოეჩინათ.

რუსული „ეფესბეს“ ცნობით, აღნიშნული მებრძოლები საერთაშორისო ძებნილთა სიაში ირიცხებიან. „ქალბატონებმა, რადიკალური იდეების და შეხედულებების გავრცელებით, „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდასაჭერად 10 მილიონი რუბლის მოგროვება შეძლეს“, - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება, რომ დადგინდეს, ვინ ურიცხავდა დაკავებულებს აღნიშნულ თანხებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print