მარნეულის ზედამხედველობის სამსახური, საღამოს 9-დან 11 საათამდე, ქალაქში ნარჩენების უკანონო გადაყრას გააკონტროლებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმათველობამ ბოლო 10 დღის განმავლობაში ნარჩენების უკანონო გადაყრასთან დაკავშირებით ათამდე ჯარიმა დაწერა.

როგორც დღეს, 12 ნოემბერს, ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის პრეზენტაციაზე მარნეულის მუნიციაპლიტეტის მერმა ზაურ დარგალმა განაცხადა, მუნიციპალიტეტი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს, იგეგმება შპს „სუფთა მარნეულის“ გაძლიერებაც და სწორედ ამიტომ, ზედამხედველობის სამსახურმა ჯარიმების გამოწერა აქტიურად დაიწყო.

როგორც რადიო „მარნეულს“ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განუცხადეს, დაახლოებით ათი დღეა, რაც მერიის ზედამხედველობის სამსახურს ახალი ფუნქცია დაემატა, ისინი 21:00 საათიდან 23:00 საათამდე ქალაქ მარნეულის ქუჩებში მორიგეობენ, რათა ნარჩენების უკანონო გადაყრის ფაქტები გამოავლინონ.

მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ათამდე პირია რომლებმაც ორ კილომდე საყოფაცხოვრებო ნარჩენი გადაყარეს და 80 ლარით დაჯარიმდნენ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები