აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს, რომლებიც აჭარის მთავრობის თანამშრომლებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. დაკავებულები ბათუმის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დამატებით დეტალებს “ინტერპრესნიუსი” აზუსტებს.

რაც შეეხება აჭარის მთავრობის სახლს, იქ მობილიზებული არიან სამართალდამცავები. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა შენობაში შესვლა მოახერხეს.

შეგახსენებთ, დილიდან აჭარის მთავრობის სახლში თანამშრომლები ვერ შედიოდნენ, რადგან აქციის მონაწილეებს შენობის შესასვლელი პიკეტირებული ჰქონდათ.

აქციის მონაწილეები პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნას აპროტესტებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები