სიახლე
“ოცნების” უმრავლესობა კონსერვატორების სამმა წევრმაც დატოვა
საპარლამენტო უმრავლესობის რიგები ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” სამმა წევრმა – ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ – დატოვა. როგორც ისინი აცხადებენ, ამის მიზეზი პარლამენტის მიერ 14 ნოემბერს პროპორციული არჩევნების პროექტის ჩაგდება გახდა.

როგორც დეპუტატებმა “კონსერვატორების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, ისინი მხარს უჭერდნენ პროპორციულ სისტემაზე სრულად გადასვლას და შესაბამისად, “ქართული ოცნების” დანაპირების შესრულებას. დაპირების არშესრულების შემდეგ კი ისინი საკუთარ პოლიტიკურ მომავალს საპარლამენტო უმრავლესობაში ვერ ხედავენ.

გარდა უმრავლესობისა, ზვიად ძიძიგური პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობასაც ტოვებს, თუმცა სამივე დეპუტატი ინარჩუნებს დეპუტატის მანდატს. როგორც ისინი ამბობენ, მათი ეს ნაბიჯი წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა და შესაბამისად, სამომავლო გეგმებზე საუბარი მათთვის ნაადრევია.

ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” წევრები არიან შემდეგი დეპუტატები:
  • გიგია ბუკია;
  • ნინო გოგუაძე;
  • ზვიად ძიძიგური.
  • რუსლან გაჯიევი;
  • პაატა კვიჟინაძე;
  • მუხრან ვახტანგაძე;
როგორც ფრაქციის თავმჯდომარე გიგა ბუკია აცხადებს, უმრავლესობიდან გასული სამი დეპუტატისთვის უცნობია, რას იზამენ ფრაქციაში შემავალი სხვა წევრები – რუსლან გაჯიევი, პაატა კვიჟინაძე და მუხრან ვახტანგაძე.

15 ნოემბრის 12 საათის მონაცემებით, საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა.

“კონსერვატორების” ლიდერი ზვიად ძიძიგური ჯერ კიდევ სექტემბერში ამბობდა, რომ 2020 წლის არჩევნებში “კონსერვატორები” დამოუკიდებლად აპირებდნენ მონაწილეობას. როცა ძიძიგურმა ეს თქვა, ჯერ კიდევ ძალაში იყო “ქართული ოცნების” დაპირება 2020-ის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ.



4 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა და “ქართულმა ოცნებამ” გასცეს დაპირება, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს, ნაცვლად 2024 წლისა, 2020 წელს ჩატარებდნენ.

თუმცა, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის განხილვისას მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილმა თქვა, რომ მათ დაპირების შესრულება გადაიფიქრეს. ოპოზიცია მიიჩევს, რომ რეალურად, დაპირების შესრულება ბიძინა ივანიშვილმა გადაიფიქრა და ფარსი გაითამაშა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ჩვენ ვთანხმდებით მთავარზე, რომ
უმრავლესობაში არ იყოს რყევები, უმრავლესობა არ
დაიშლება,
ჩვენ ვთანხმდებით მთავარზე, რომ უმრავლესობაში არ იყოს რყევები, უმრავლესობა არ დაიშლება,
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის”
ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოსკოვში ყველა შეხვედრაზე
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ისაუბრა.
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოსკოვში ყველა შეხვედრაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ისაუბრა.
საფრანგეთის ალპებში რუსეთის სამხედრო
სადაზვერვო სამსახურის აგენტების ბაზა აღმოაჩინეს,- ამის შესახებ
გამოცემა „დოიჩე ველე“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით
იუწყება.
საფრანგეთის ალპებში რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის აგენტების ბაზა აღმოაჩინეს,- ამის შესახებ გამოცემა „დოიჩე ველე“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების
ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის საქმეზე მშობლები
და მასწავლებელი დააკავეს. სულ ჯამში დაკავებულია 11
პირი.
არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის საქმეზე მშობლები და მასწავლებელი დააკავეს. სულ ჯამში დაკავებულია 11 პირი.
დმანისის რაიონში 20 ნოემბერს დაჭრილი 29 წლის
მამაკაცი, გელა ოსეფაშვილი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში
გარდაიცვალა.
დმანისის რაიონში 20 ნოემბერს დაჭრილი 29 წლის მამაკაცი, გელა ოსეფაშვილი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
2018-2019 წელს ადრეული ქორწინების თაობაზე
სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯამში 195-მა მოქალაქემ
მიმართა.
2018-2019 წელს ადრეული ქორწინების თაობაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯამში 195-მა მოქალაქემ მიმართა.
საქართველოში სამუშაოს შესრულებისას
წელიწადნახევრის განმავლობაში (2018 წელი და 2019 წლის
იანვარი-ივნისი) 84 პირი დაიღუპა.
საქართველოში სამუშაოს შესრულებისას წელიწადნახევრის განმავლობაში (2018 წელი და 2019 წლის იანვარი-ივნისი) 84 პირი დაიღუპა.