სიახლე
ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრი რუსლან გაჯიევი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს და აცხადებს, რომ ის „ოცნების“ წევრია და მომავალშიც ასე იქნება
დეპუტატი რუსლან გაჯიევი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრმა „ინტერპრესნიუსს“ თავად განუცხადა.

მისი თქმით, ის აქამდე მხოლოდ პარტია „ქართული ოცნების“ წევრი იყო და ასე იქნება მომავალშიც.

„მე „ქართული ოცნების“ წევრი ვარ, ვიყავი და ვიქნები აუცილებლად, დღემდე არც ერთ პარტიაში არ ვიყავი. ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორებში“ ვარ, მაგრამ მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრი და მაჟორიტარი დეპუტატი ვარ“, - განაცხადა გაჯიევმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციაში „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ 6 დეპუტატი იყო: გიგა ბუკია, მუხრან ვახტანგაძე, რუსლან გაჯიევი, ნინო გოგუაძე, პაატა კვიჟინაძე და ზვიად ძიძიგური. დღეს ძიძიგურმა, გოგუაძემ და ბუკიამ უმრავლესობის დატოვების შესახებ განაცხადეს.

რაც შეეხება მუხრან ვახტანგაძესა და პაატა კვიჟინაძეს, მათ აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
"ენერგო-პრო ჯორჯია" 2019 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით (12 მლნ დოლარიი) ინვესტორთა TOP10-ში მოხვდა.
თბილისში საახალწლო ნაძვის ხეს წელსაც პირველი
რესპუბლიკის მოედანზე დადგამენ. საშობაო სოფელი რესპუბლიკის მოედანზე
25 დეკემბერს გაიხსნება.
თბილისში საახალწლო ნაძვის ხეს წელსაც პირველი რესპუბლიკის მოედანზე დადგამენ. საშობაო სოფელი რესპუბლიკის მოედანზე 25 დეკემბერს გაიხსნება.
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი”,
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა,
ეჭვის საფუძველზე,
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე,
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის
მხრიდან 49 ტონა სასურსათო კარტოფილი შემოვიდა.
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის მხრიდან 49 ტონა სასურსათო კარტოფილი შემოვიდა.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, ბრალდებულ გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა,
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,
2019 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ
საქართველოში 0.9 პროცენტი,
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი,
პარლამენტში დღეს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების მინისტრს მოუსმენენ.
პარლამენტში დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მოუსმენენ.
უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის პრეზიდენტ
ვლადიმირ ზელენსკის დღეს კიდევ ერთხელ შეხვდება. შეხვედრა ორმხრივ
ფორმატში გაიმართება.
უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის დღეს კიდევ ერთხელ შეხვდება. შეხვედრა ორმხრივ ფორმატში გაიმართება.