თბილისში, ატენის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი მოკლეს
თბილისში, ატენის ქუჩაზე რამდენიმე ადამიანი
მოკლეს.
მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა
დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
შსს-ში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ეს მუხლები ერთი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი
იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი
მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას
გულისხმობს.
წყარო: publika.ge