რევოლუციური სცენარია, განა ვერ ატყობს ვერავინ, ვატყობთ, რასაკვირველია – ვოლსკი
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ პარლამენტის პიკეტირების მიზანი ბიუჯეტის ჩაგდება და რევოლუციაა, წერს "ნეტგაზეთი" საკანონმდებლო ორგანომ სწორედ წლის ბოლომდე უნდა განიხილოს მომაავლი წლის ბიუეჯტი, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი პარლამენტს მუშაობის საშუალებას არ მისცემენ.

“ბიუჯეტის ჩაგდება არის სახელმწიფოს ღალატი, ქვეყნის ღალატი და უკან დახევა იმის გამო, რომ იქ პიკეტირება ხდება. რევოლუციური სცენარია, განა ვერ ატყობს ვერავინ. ვატყობთ, რასაკვირველია. ამასთანავე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება, მაგრამ სახელმწიფოს და სახელმწიფოში მცხოვრებ ადამიანებს აქვთ გადარჩენის უფლება დაგაცილებით უფრო მეტს. ასევე აქციაში მონაწილე იმავე 5 ათას თუ 6 ათას ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს სტაბილურ ქვეყანაში,და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც იმავეს იტყვიან“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. მის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ვოლსკი ამბობს, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ბიუჯეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრობლემები არაერთი მიმართულებით შეიქმნება.

ოპოზიციურიმა პარტიებმა პარლამენტის ყველა შესასვლელი 17 ნოემბრის აქციის დროს ჩაკეტეს. ისინი ამბობენ, რომ მათ მოთხოვნების შესრულებამდე დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებენ.

ნოემბრის აქციების მთავარი მიზეზი გახდა “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობა, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის 31 ოქტ საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. აღნიშნული მოდელის მიხედვით მმართველი გუნდი დაკარგავდა მნიშვნელოვან უპირატესობას და პარლამენტში პარტიები იმდენ მანდატს მიიღებდნენ, მოსახლეობის რამდენი პროცენტიც უჭერს მხარს. თუმცა, “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა დაპირების შესრულება გადაიფიქრა და პროექტს მხარი არ დაუჭირა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები