პარლამენტის შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი ისევ დაადეს
ოპოზიციის წამომადგენლებმა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელ ჭიშკარს კიდევ ერთი ბოქლომი დაადეს და ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშები შემოახვიეს.

როგორც ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, პოლიცია ვეღარ გაჭრის ჯაჭვს, რადგან ამ შემთხვევაში სახელმწიფო სიმბოლიკის - საქართველოს დროშის დაზიანება მოუწევს, რაც კანონით, დანაშაულია.

“დროშებით დავფარეთ ბოქლომები, რომლითაც პარლამენტის შესასვლელებია პიკეტირებული. დროშების გაჭრა სისხლის სამართლის დანაშაულია და იმედი მაქვს, რომ პოლიციებს ვერ გააბედინებენ დროშის გაჭრას. საქართველოს დროშა იცავს საქართვველოს პარლამენტს და არის ქართველი ხლხის მხარეს. ასე რომ, ჩვენი არაძალადობრივი, მშვიდობიანი სამოქმედო გეგმა ძალაშია და კიდევ იქნება შემდეგი ნაბიჯები“, - განაცხადა ვაშაძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print