რესპუბლიკის მოედანზე ყვითელი ავტობუსებით სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული
16:53 / 18.11.2019
რესპუბლიკის მოედანზე ყვითელი ავტობუსებით
სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაა მობილიზებული. ინფორმაციას „ტვ
პირველი“ ავრცელებს.
სპეცრაზმი მობილიზებულია პარლამენტის მიმდებარე ტარიტორიასთანაც,
ჩიტაძის ქუჩაზე.
დღეს შსს სამინისტრომ ორჯერ გაავრცელა განცხადება და აქციის
ორგანიზატორებს მოუწოდა, შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების
ბლოკირება.
წყარო: publika.ge