ფოტორეპორტაჟი მშვიდობიანი აქციიდან, რომელიც სპეცრაზმით დაშალეს
დღეს, 18 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაშალა საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე მშვიდობიანი აქცია. შსს-მ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყვანა. დაშლისას გამოიყენეს წყლის ჭავლიც.

საპროტესტო გამოსვლები თბილისში მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა 14 ნოემბერს პირველი მოსმენით ჩააგდო კანონპროექტი, რომლითაც 2020 წლის საპარლამენტი არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო. რუსთაველის გამზირზე მყოფი მოქალაქეები მშვიდობიანი პროტესტით ითხოვდნენ ხელისუფლებისგან ამ დანაპირების შესრულებას.



ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

გუშინ, 17 ნოემბერს გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ, მოქალაქეებმა საქართველოს პარლამენტის პიკეტირება გადაწყვიტეს. შედეგად, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობაში ვერ შევიდნენ დეპუტატები. თუმცა მუშაობაში ხელი არ შეშლია პარლამენტის ადმინისტრაციაში მომუშავეებს და პოლიციელებს.

სპეცრაზმმა აქციის დაშლა ერთდროულად რამდენიმე ადგილიდან დაიწყო. პირველ რიგში, გატეხეს ბოქლომები, რომლითაც აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელი ჭიშკრები ჰქონდათ ჩაკეტილი.



ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი
პოლიციამ და სპეცრაზმმა პარლამენტთან აქციის დაშლა დაახლოებით 17:00 საათისთვის დაიწყო. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.



ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი


ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი
სამართალდამველებმა ასევე დაშალეს კარვები, რომლებიც პარლამენტის შესასვლელებთან აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა გაშალეს.



ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი
სამართალდამცველების მიერ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დაშლისა და კარვების აღების შემდეგ, რუსთაველზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გამოჩნდნენ.



ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი


ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი


ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი
წყარო: ნეთგაზეთი
Print