შსს - პარლამენტთან აქციაზე სულ დაკავებულია 37 პირი, დაშავდა აქციის ოთხი მონაწილე და ორი სამართალდამცველი
12:33 / 19.11.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18
ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს სულ
დაკავებულია 37 პირი.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე
(სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული
სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.
დღეს, რუსთაველის გამზირზე დაშავდა აქციის ოთხი მონაწილე და ორი
სამართალდამცველი. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში
შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ“, – აღნიშნულია შსს-ს
ინფორმაციაში.