საქართველოსთვის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა რუსეთია, ხოლო იმპორტიორი თურქეთი
საქართველოდან 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში
ყველაზე მეტი ექსპორტი რუსეთში განხორციელდა.
საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, უმსხვილესი საექსპორტო სამეულია
რუსეთი – 409.8 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, აზერბაიჯანი – 400.4 მლნ.
აშშ დოლარის ექსპორტი და სომხეთი 310.4 მლნ. აშშ დოლარის
ექსპორტი.
2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.7 პროცენტი შეადგინა.
ამასთან, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო
პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 65.6 პროცენტი
შეადგინა. პირველ სამეულში შედიან: თურქეთი – 1 300.3 მლნ. აშშ
დოლარი, რუსეთი – 774.2 მლნ. აშშ დოლარი და ჩინეთი – 721.2 მლნ. აშშ
დოლარი.
ამასთან, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო
პარტნიორი ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში
66.6 პროცენტზეა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან:
თურქეთი – 1 469.8 მლნ. აშშ დოლარი, რუსეთი – 1 184.0 მლნ. აშშ დოლარი
და ჩინეთი – 871.8 მლნ. აშშ დოლარი.