სიახლე
25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები აიკრძალება
საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეებს შესაძლოა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ.
ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია.

კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, ცვლილების მიზანი და შედეგი - აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის გაუარესებისა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებაა.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად, აზარტულ თამაშებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ, საქართველოს 25 წლამდე ასაკის და უცხო ქვეყნის 18 წლამდე ასაკის მოქალაქეები.

„კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზანია, სათამაშო ბიზნესის სფეროში არსებული სოციალური ფონის გაუმჯობესება. კერძოდ, 25 წლამდე ასაკის პირთა (18 წლამდე უცხოქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის) თამაშში მონაწილეობის აკრძალვა. ყველა სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას ექნება ვალდებულება, სათამაშოდ დაშვებამდე პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაამოწმოს ის დამოკიდებულ პირთა სიაში.

ასევე, პროექტის მიზანია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება და FATF და MONEYVAL-ის რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც გამოხატულია ნებართვის გაცემამდე ნებართვის მფლობელი ბოლო ბენეფიციარი პირის და მის ხელთ არსებული კაპიტალის გამოკვლევით,“-ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 1-ლი სექტემბერი, რადგან აღნიშნული ვადა სრულად საკმარისია ბიზნეს ოპერატორებისთვის, რათა მათ დროულად მოახდინონ ცვლილებებთან თავიანთი საქმიანობის მისადაგება.

ცნობისთვის, საქართველოში 2018 წელს ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 10 კომპანიიდან 5 სათამაშო ბიზნესი იყო. ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. მათ შორის, 2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 128%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 6,050 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.

წყარო: BPN
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ჩვენ ვთანხმდებით მთავარზე, რომ
უმრავლესობაში არ იყოს რყევები, უმრავლესობა არ
დაიშლება,
ჩვენ ვთანხმდებით მთავარზე, რომ უმრავლესობაში არ იყოს რყევები, უმრავლესობა არ დაიშლება,
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის”
ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოსკოვში ყველა შეხვედრაზე
ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ისაუბრა.
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოსკოვში ყველა შეხვედრაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ისაუბრა.
საფრანგეთის ალპებში რუსეთის სამხედრო
სადაზვერვო სამსახურის აგენტების ბაზა აღმოაჩინეს,- ამის შესახებ
გამოცემა „დოიჩე ველე“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით
იუწყება.
საფრანგეთის ალპებში რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის აგენტების ბაზა აღმოაჩინეს,- ამის შესახებ გამოცემა „დოიჩე ველე“ ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების
ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.
არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის საქმეზე მშობლები
და მასწავლებელი დააკავეს. სულ ჯამში დაკავებულია 11
პირი.
არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის საქმეზე მშობლები და მასწავლებელი დააკავეს. სულ ჯამში დაკავებულია 11 პირი.
დმანისის რაიონში 20 ნოემბერს დაჭრილი 29 წლის
მამაკაცი, გელა ოსეფაშვილი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში
გარდაიცვალა.
დმანისის რაიონში 20 ნოემბერს დაჭრილი 29 წლის მამაკაცი, გელა ოსეფაშვილი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
2018-2019 წელს ადრეული ქორწინების თაობაზე
სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯამში 195-მა მოქალაქემ
მიმართა.
2018-2019 წელს ადრეული ქორწინების თაობაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯამში 195-მა მოქალაქემ მიმართა.
საქართველოში სამუშაოს შესრულებისას
წელიწადნახევრის განმავლობაში (2018 წელი და 2019 წლის
იანვარი-ივნისი) 84 პირი დაიღუპა.
საქართველოში სამუშაოს შესრულებისას წელიწადნახევრის განმავლობაში (2018 წელი და 2019 წლის იანვარი-ივნისი) 84 პირი დაიღუპა.