ნაადრევი ქორწინების ჩაშლის შემთხვევა ქვემო ქართლში
ქვემო ქართლის რეგიონში (მუნიციპალიტეტს შეგნებულად არ ვასახელებთ) ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხევა ჩაშალეს. ინფორმაციას საკუთარ ფეისბუკ გვერდზე სახალხო დამცველის რეგიონალური წარმომადგენელი ქვემო ქართლში მარიამ გვიდიანი ავრცელებს და ფაქტს წარმატებულ ქეისად ასახელებს.



როგორც მარიამ გვიდიანი რადიო „მარნეულთან“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, ნაადრევი ქორწინების შესახებ ინფორმაცია მას ანონიმურად აცნობეს, რის შემდეგაც საქმეში სოციალრი მომსახურების სააგენტო და შინაგან სამქეთა სამინისტრო ჩაერთო. მათი კორდინირებული მუშაობით კი შედეგი დადგა.

მარიამი მიშვნელოვან პრობლმად ასახელებს ინფორმაციულ ვაკუმს, იქედან გამომდიანრე, რომ ოჯახმა არაფერი იცოდა არსებული კანონების შეახებ, მათი განმარტების შემდეგ კი საქმეს გაგებით მოეკიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა დამატებით ინფორმაციის გაცემა ოჯახის ინტერესების დაცვის გათვალსიწინებით არ სურთ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები