სიახლე
შსს-მ ბიზნესპარტნიორის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა
სამართალდამცველებმა ვანის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონის სანაპიროზე, ლითონის კასრში ნაპოვნი მამაკაცის დამწვარი ცხედრის საქმე გახსნეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი – 1979 წელს დაბადებული, წარსულში გამოძალვისთვის ნასამართლევი ა.ტ.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„2018 წლის მაისში, ვანის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონის სანაპიროზე, ლითონის კასრში ნაპოვნი იქნა მამაკაცის დამწვარი ცხედარი. ბიოლოგიური ექსპერტიზის მეშვეობით შესაძლებელი გახდა გარდაცვლილი პირის ვინაობის დადგენა – იგი 1977 წელს დაბადებული ნ.ქ. აღმოჩნდა.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ა.ტ.-მ 2018 წლის მაისში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ფინანსური დავის გამო, კუთვნილი არარეგისტრირებული სანადირო თოფიდან გასროლით თავისი ბიზნესპარტნიორი – ნ. ქ. მოკლა. ბრალდებულმა ცხედარი, დანაშაულის დაფარვისა და კვალის წაშლის მიზნით, ლითონის კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა. ა.ტ.-მ ნაწილობრივ დამწვარი ცხედარი საკუთარი ავტომობილით ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ჩაიტანა და კასრიანად მდინარე რიონში გადააგდო“,
– ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაძაბული
ვითარებაა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაძაბული ვითარებაა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესის
მოსამართლეობის კანდიდატების სიიდან დადებითი რეკომენდაცია 14
ადამიანს გაუწია.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების სიიდან დადებითი რეკომენდაცია 14 ადამიანს გაუწია.
სახელმწიფო ბიუჯეტში 10 თვის განმავლობაში
სათამაშო ბიზნესიდან მოსაკრებლის სახით 97,492 მლნ ლარი შევიდა, რაც
8%-ით ნაკლების წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით.
სახელმწიფო ბიუჯეტში 10 თვის განმავლობაში სათამაშო ბიზნესიდან მოსაკრებლის სახით 97,492 მლნ ლარი შევიდა, რაც 8%-ით ნაკლების წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
“200 “ნაცის” შეძახილი, ბუნებრივია,
ვერანაირ დისკომფორტს ვერ შეგვიქმნის”, – განაცხადა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ.
“200 “ნაცის” შეძახილი, ბუნებრივია, ვერანაირ დისკომფორტს ვერ შეგვიქმნის”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ.
“ახალი საქართველოს” გენერალური მდივნის, პაატა
მანჯგალაძის თანახმად, პარლამენტთან დილას, სულ მცირე, 10 ადამიანი
დააკავეს.
“ახალი საქართველოს” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის თანახმად, პარლამენტთან დილას, სულ მცირე, 10 ადამიანი დააკავეს.
საქართველოს პარლამენტთან დაპირისპირებისას 12
პირი დააკავეს.
საქართველოს პარლამენტთან დაპირისპირებისას 12 პირი დააკავეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.
ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის 2025 წლის
ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი
ქალაქების სტატუსი მიენიჭათ,
ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ,