ჯანდარის ტბაზე ორი მამაკაცის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება
ჯანდარის ტბაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარე. მაშველები და მყვინთავები ტბაში ნავით არიან შესულები.

ადგილზე იმყოფებიან დაკარგულების ოჯახის წევრები. მათ მთელი ღამე მაშველებთან ერთად ტბის მიმდებარედ გაათენეს. სამძებრო ოპერაციებში დრონებიც ჩართეს.

დაკარგულ მამაკაცებს მაშველები მთელი ღამე ეძებდნენ.

21 და 27 წლის მამაკაცები ჯანდარის ტბაზე სანადიროდ იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი დილით ნავით ტბაში შევიდნენ და დინებამ წაიღო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები