მარნეულში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
2 დეკემბერს, მარნეულში, ყულარის ავტომაგისტრალზე ავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 24News.ge-ს ინფორმაციით, ავარიას შედეგად სოფელ დაშტაფაში მცხოვრები ქალი გარდაიცვალა.

როგორც რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები