2020 წელს მარნეულის საკანალიზაციო მილების გაწმენდაში 25 423 ლარი დაიხარჯება
2020 წლის განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკანალიზაციო მილების გაწმენდის და მოვლა-შენახვის სამუშაოების შესასყიდად მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერის მიხედვით, აღნიშნულ მომსახურეობაში ადგილობრივი თვითმმართველობა 25 423 ლარს გადაიხდის.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, გამარჯვებულმა კომპანიამ ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში უნდა შეასრულოს.

მარნეულის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საკანალიზაციო მილების მოვლა-შენახვისა და გაწმენდის ტენდერი 26 ნოემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 6-დან 9 დეკემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები