მენინგიტი მეოთხეკლასელ მოზარდს დაუფიქსირდა
22:36 / 03.12.2019
მენინგიტის სავარაუდო შემთხვევა თბილისის
ერთ-ერთ საჯარო სკოლაში,
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ინფექციის
ნიშნები რამდენიმე მოზარდს აღენიშნება.
მშობლების ნაწილი შვილების სკოლაში გაშვებისგან თავს იკავებს.ფაქტს
სკოლის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ.
„სამწუხაროდ მენინგიტის ფაქტი დადასტურდა სკოლაში. მე-4
კლასელს დაუფიქსირდა. სკოლამ ყველა საჭირო ზომა მიიღო, იმ დღესვე
ჩატარდა დეზინფექცია. მხოლოდდამხოლოდ ერთ შემთხვევაზეა საუბარი და ამ
ბავშვის სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება“ – აცხადებს
სკოლის დირექტორი.
წყარო: tv4.ge