ნინო ბურჯანაძე შვილთან ერთად მოსკოვში გაემგზავრა
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში იმყოფება. ბურჯანაძე რუსეთში შვილთან, ანზორ ბიწაძესთან ერთად გაემგზავრა.

როგორც საქართველოს პირველ არხს პარტიის წევრმა, გიორგი ახვლედიანმა განუცხადა, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები იქნება პოლიტიკურ წრეების წარმომადგენლებთან და არ არის გამორიცხული, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი მოსკოვში მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

„ქალბატონი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში დღეს გაემგზავრა. შეხვედრები ზუსტად ვისთან გაიმართება, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. შეხვედრები იქნება პოლიტიკურ წრეებთან, ექსპერტებთან და არ გამოვრიცხავ შეხვედრები მედიის წარმომადგენლებთანაც იყო. ისინი აქტიურობენ და დიდ ინტერესს იჩენენ, როცა ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ჩადის. ეს შეხვედრები ორ დღეში დასრულდება და ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრის შესახებ ქალბატონი ნინო და პრესსამსახური დეტალურ ინფორმაციას გავავრცელებთ“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მისი თქმით, „შეხვედრები ისეთ ადამიანებთან იქნება, რომლებიც გარკვეულწილად ქვეყნის მართვის პროცესებში არიან ჩართული“.

„შეხვედრები იმ კონტექსტში იქნება, რაც საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობების მოწესრიგებას და ამ კონფრონტაციული რეჟიმის დიალოგის რეჟიმში გადაყვანას შეუწყობს ხელს. ყველა მტკივნეულ და მწვავე საკითხს შეეხება საუბარი“, – განაცხადა ახვლედიანმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები