სიახლე
საერთაშორისო კვლევა - სამ წელიწადში საქართველოში მოსწავლეების ცოდნის დონე გაუარესდა
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) ფარგლებში ჩატარებული კვლევის თანახმად, 2015-დან 2018 წლამდე პერიოდში საქართველოში, სხვადასხვა სფეროში მოსწავლეების ცოდნის დონის მაჩვენებელი გაუარესდა.

კერძოდ, კვლევის თანახმად, 2018 წელს კითხვაში მოსწავლეებმა 380 ქულა მიიღეს, 2015 წელს კი, ეს მონაცემი 401 იყო. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საშუალო მაჩვენებელი კი 487-ია.

რაც შეეხება მათემატიკას, ამ მიმართულებით საქართველოს 398 ქულა აქვს, წინა წელს კი, 404 ჰქონდა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მაჩვენებელი არის 489.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საქართველოს მაჩვენებელია 383, წინა, 2015 წლის კვლევის თანახმად კი, ეს მონაცემი 411-ს შეადგენდა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საშუალო მაჩვენებელი 489-ს შეადგენს. ბოლო სამწლიანი კლების მიუხედავად, 2009-2019 წლის პერიოდში სამივე ამ მიმართულებით საქართველოს მოსწავლეებმა პროგრესი აჩვენეს.

PISA -ს კვლევა 2000 წლიდან ტარდება და ამოწმებს 15 წლის მოსწავლეთა ცოდნას სამ სფეროში: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. კვლევა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველო აღნიშნულ პროგრამაში, როგორც პარტნიორი ქვეყანა, 2009 წლიდან ჩაერთო.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
“ახალი საქართველოს” გენერალური მდივნის, პაატა
მანჯგალაძის თანახმად, პარლამენტთან დილას, სულ მცირე, 10 ადამიანი
დააკავეს.
“ახალი საქართველოს” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის თანახმად, პარლამენტთან დილას, სულ მცირე, 10 ადამიანი დააკავეს.
საქართველოს პარლამენტთან დაპირისპირებისას 12
პირი დააკავეს.
საქართველოს პარლამენტთან დაპირისპირებისას 12 პირი დააკავეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.
ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის 2025 წლის
ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი
ქალაქების სტატუსი მიენიჭათ,
ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ,
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ნიკა
მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი
ერთხმად დაუჭირა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა.
თბილისში მარჯანიშვილის მეტროსთან ორი პირი
დაჭრეს. ინციდენტი დღეს, 11 დეკემბერს მოხდა.
თბილისში მარჯანიშვილის მეტროსთან ორი პირი დაჭრეს. ინციდენტი დღეს, 11 დეკემბერს მოხდა.
წალკის რაიონის სოფელ არწივანში მკვლელობა
მოხდა.
წალკის რაიონის სოფელ არწივანში მკვლელობა მოხდა.
ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე ტერაქტის შედეგად
ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაშავდა.
ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე ტერაქტის შედეგად ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაშავდა.