მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს
მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა აცხადებს კონკურსს სახელწოდებით "დაწერე საშობაო ზღაპარი/ლექსი". როგორც ბიბლიოთეკის დირექტორი ლანა ხეხელაშვილი გვეუბნება, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საჯარო სკოლის მე-7 დან მე-11 კლასის მოსწავლეებს.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი საუკეთესო ლექსის და სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორი, რომელებიც დაჯილდოვდებიან 2020 წლის 8 იანვარს, ჩვენს ბიბლიოთეკაში სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე. კონკურსში მონაწილე ყველა პირს გადაეცემა სჩუქრად 2020 წლის კალენდარი, რომელზეც დატანილი იქნება ფრაზები გამარჯებული ნაშრომებიდან და ასევე გადაეცემათ სამახოვრი პრიზი“ - თქვა ლანა ხეხელაშვილმა

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს
ნაშრომის გაგზავნა მარნეულის ბიბლიოთეკის ელექტრონულ  ( This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ) ფოსტაზე შეეძლებათ, ასევე შესაძლებელია ხელნაწერის ბიბლიოთეკაში მიტანა 2019 წლის 30 დეკემბრამდე.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები