ზუგდიდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთაგან ერთი სასულიერო პირია
ნეტგაზეთის ინფორმაციით, ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის, სასულიერო პირი გუშინ დააკავეს.

ამ საქმეზე შსს-მ სულ ორი პირი დააკავა, მათ შორის, ერთი 2 ნოემბერს, ერთი კი 4 დეკემბერს. თუმცა, უწყებაში სხვა დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.

რაც შეეხება მუხლს, გამოძიება ამ საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები