დმანისში 20 ნოემბერს დაჭრილი 29 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
დმანისის რაიონში 20 ნოემბერს დაჭრილი 29 წლის მამაკაცი, გელა ოსეფაშვილი რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი, თუმცა გარდაცვლილის ოჯახის წევრები დაკავებულის ვინაობას ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ ოსეფაშვილის მკვლელობაში არა დაკავებული, არამედ სულ სხვა პირია დამნაშავე:

ტელეკომპანია “ტვ პირველთან” საუბრისას მოკლულის ნათესავები ამბობენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელს ხელს აფარებს, რადგან მისი ნათესავი მაღალ უწყებაში მუშაობს:

“როგორც ჩვენი შიდა წყაროებიდან არის ცნობილი, მკვლელის ნათესავი მაღალ უწყებაში მუშაობს და მკვლელს ხელს აფარებენ”, – ამბობს ოსეფაშვილის ახლობელი “ტვ პირველთან” საუბრისას.

მოკლულის ახხლობლების განმარტებით, ისინი ექსპერტიზას არ ენდობიან და კერძო ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები