ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე მშობლები და მასწავლებელი დააკავეს
არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის საქმეზე მშობლები და მასწავლებელი დააკავეს. სულ ჯამში დაკავებულია 11 პირი. ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი იმართება.

"მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით", — აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვნების დაკავებული მასწავლებელი აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევის პროცესში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143² მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლებით წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღება და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგში ჩართვა 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ბავშვთა ტრეფიკინგის საქმეზე სულ 22 ადამიანია დაკავებული. მათგან 11 რამდენიმე თვის წინ დააკავეს.

წყარო: On
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები