ყალბი 500-ევროიანი კუპიურების გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
13:06 / 06.12.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების
ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.ამის
შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოში
შემოიტანეს და ქვემო ქართლის რეგიონში გაასაღეს 20 ცალი ყალბი
500-ევროიანი კუპიურა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია
10 000 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურა“, - ნათქვამია
გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე
მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების
აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.