კირეჩ მუღანლოს მოსახლეობას სანაგვე ურნები არ ჰყოფნის
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირეჩ მუღანლოს მოსახლეობის თქმით, სოფელში სანაგვე კონტეინერები ერთამენთისგან მოშორობითაა განთავსებული. ისინი აცხადებენ, რომ ურნები მხოლოდ მაღაზიებთან არის დადგმული და მათით სარგებლობა მხოლოდ მაღაზიის მფლობელებს შეუძლიათ.

კირეჩ მუღანლოს მკვიდრი ანარ აბდულაევი ამბობს, რომ სახლში დაგროვილი ნაგვის გატანა ყოველთვის საკუთარი მანქანით უწევს, რის შემდეგაც ნარჩენებს მაღაზიებთან განთავსებულ ურნებში ყრის. იმ შემთხვევებში, როდესაც სანაგვე ურნები სავსეა ანარს უწევს, რომ ნაგავი ქალაქამდე ჩაიტანოს და იქ გადაყაროს.

„ამჟამადაც სახლის ნაგავი მანქანაში მაქვს ჩადებული, სახლიდან რომ გამოვალ იძულებული ვარ შორს მდებარე უბანზე წავიღო. რატომ გაანაწილეს ასე ვერ გავიგე. სადაც მაღაზიებია იმ უბნებზე არის და ამხელა გზა უნდა გამოვიარო რომ იქამდე მივიდე“ - ამბობს ანარ აბდულაევი

სანაგვე ურნების შორს მდებარეობის გამო მოსახლეობამ მდინარის პირას მდებარე პატარა ტყე ნაგავსაყრელად გადააქციეს. სტიქიურ ნაგავსაყრელზე დაყრილი ნაგავი კი ქარის დროს მთელ სოფელში იფანტება. ზაფხულობით სიტუაცია უფრო მწვავდება, რადგან სიცხის გამო ნარჩენები ყარს და ირგვლივ ანტისანიტარიაა.

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა ლერი მუმლაძემ თქვა, 2020 წელს მერია სანაგვე ურნების შესყიდვას გეგმავს და შესაძლოა ურნები კირეჩ მუღანლოშიც დაემატოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები