მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბის“ მიმართულებით მატარებლების მოძრაობა რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო
მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბის“ მიმართულებით მატარებლების მოძრაობა რამდენიმე წუთით შეჩერებული იყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შეფერხების მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო. მათივე განმარტებით, პრობლემა რამდენიმე წუთში აღმოიფხვრა. მატარებლები დროებით „დიდუბე“-„ვარკეთილის“ მიმართულებით მოძრაობდნენ.

ამ დროისთვის, მეტროპოლიტენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები