გაიგე ადამიანის უფლებების შესახებ, რომლის დაცვაც სახელმწიფოს ვალდებულებაა
საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის უმთავრესი კანონია. მასში ისეთი პრინციპები და ღირებულებებია მოცემული, რომლებიც სახელმწიფოს სწორად ფუნქციონირებისა და მოქალაქეების კეთილდღეობისთვისაა მნიშვნელოვანი. სწორედ კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებები და თავისუფლებები ქმნიამ ბერკეტს სახელმწიფოსათვის, რათა მმართველობის პირობებში ადამინის უფლებები არ დაიღვეს.

„სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.“ - წერია საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლში

სახელმწიფო ხელისუფლების წყაროს ადამინი წარმოადგენს და სწორედ ადამიანებს უნდა ემსახურონ ხელისუფლების წარმომადგენლები. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ საქართველო წარმოადგენს სამართლებრივ სახელმწიფოს, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია. სამართლებრივ სახელმწიფოში უმთავრეს ღირებულებას ადამიანი, მისი ღირსება, უფლებები და თავისუფლებები წარმოადგენს.

რადიო "მარნეულის" მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობას არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ რომელი სახელმწიფო უწყებები იცავენ მათ და რა არის ის ძირითადი სამართლებრივი მექანიზმები, რომლითაც საკუთარი უფლებების დაცვა და რეალიზება შეუძლიათ.




სახ
ელმწიფო უნდა ემსახურებოდეს ადამიანებს, სახელმწიფო უნდა იყოს შეზღუდული ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებით, ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს თვითნებობის საშუალება და სახელმწიფო უნდა იმართებოდეს რაციონალური კანონების საფუძველზე. - სწორედ ეს სამი ფაქტორი წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითად ელემენტებს

რაც შეეხება დემოკრატიული სახელმწიფოს სოციალურ პრინციპს, ის ფართო სოციალურ საფუძველს ემყარება და მისი მიზანი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება ან მისი სტაბილურად შენარჩუნებაა.

თითოეული სახელმწიფოს უმთავრეს ვალდებულებას ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და გაძლიერება წარმოადგენს.

ღირსების ხელშეუვალობა, სიცოცხლის და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, თანასწორობის უფლება, მიმოსვლის თავისუფლება, რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები, სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები, საკუთრების უფლება, პოლიტიკური პარტიების თავისუფლება და განათლების უფლება და აკადემიური თავისუფლება. - ესაა ის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები რომლის დაცვაც სახელმწიფოს ევალება.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები