სიახლე
ფარულად შემოწმებული ცემენტის 31 სახეობიდან მხოლოდ 9 აკმაყოფილებს სტანდარტს – ასოციაცია
საქართველოს ცემენტის ასოციაცია ცემენტის ხარისხის შესახებ მერვე ფარული ტესტირების შედეგებს აქვეყნებს.

ასოციაციამ 2019 წლის დეკემბრის ფარული ტესტირებისთვის საქართველოს შვიდ ქალაქში შეფუთული ცემენტი შეიძინა (თბილისში, რუსთავში, მარნეულში, გორში, ქარელში, ბათუმში, ქუთაისში). სულ შეიძინეს 18 მწარმოებლის პროდუქცია, რომელთა შორის 3 იმპორტირებული თურქული მწარმოებლისაც არის.

შედეგების მიხედვით ადგილობრივად წარმოებული შეფუთული ცემენტის 31 სახეობიდან მხოლოდ 6 კომპანიის 9 პროდუქტმა (29%) დააკმაყოფილა ევროპული EN197-1 და EN413-1 სტანდარტების მოთხოვნები. 9 ნიმუშიდან ექვსი 6 ადგილობრივი პროდუქციაა, 3 იმპორტირებული, თურქული. შემოწმებული 31 ნიმუშიდან 22-მა ვერ გადალახა ბარიერი, აქედან შვიდმა კი შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა.

2019 წლის დეკემბრის ფარული ტესტირების შედეგებმა აჩვენა, რომ ადგილობრივი ცემენტის მწარმოებელი კომპანიების გარკვეულმა ნაწილმა 2019 წლის ივლისის ტესტირების შემდეგ გააუარესა პროდუქციის ხარისხი. კერძოდ, ივლისში შემოწმებული 28 ნიმუშიდან ცხრამ გადალახა სტანდარტით გათვალისწინებული ბარიერი (32%), ხოლო შემოწმებული 28 ნიმუშიდან ცხრამეტმა ვერ გადალახა, აქედან რვამ შეფუთვაზე დატანილ მაჩვენებელზე კრიტიკულად დაბალი შედეგი აჩვენა.

წყარო: publika
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დედაქალაქის საკრებულოს სარევიზიო კომისიის
სხდომაზე დაპირისპირება მოხდა.
დედაქალაქის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა.
წალკის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო, გზებზე
შეზღუდვაა.
წალკის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო, გზებზე შეზღუდვაა.
წალკის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო, გზებზე
შეზღუდვაა.
წალკის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო, გზებზე შეზღუდვაა.
დღეს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს,
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი
ქარი.
დღეს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
დიდთოვლობის გამო, აჭარის მაღალმთიან სოფლებში
არსებულ 17 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.
დიდთოვლობის გამო, აჭარის მაღალმთიან სოფლებში არსებულ 17 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.
თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთ კაზინოსთან
გვიან ღამით სპეცოპერაცია ჩატარდა.
თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთ კაზინოსთან გვიან ღამით სპეცოპერაცია ჩატარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის
მიხედვით, 2019 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 481
ადამიანი ემსხვერპლა, 7 921 კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 481 ადამიანი ემსხვერპლა, 7 921 კი დაშავდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,