ტყიდან მიწის გატანის სანაცვლოდ მოქალაქისგან ქრთამის აღების ბრალდებით რეინჯერი დააკავეს
11:15 / 10.12.2019
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების
ბრალდებით საქართველოს გარემოს დაცვისა
და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს
რეინჯერი დააკავეს.
გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა საქართველოს მოქალაქეს
ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიიდან 500 ტომარა მიწის ნაყოფიერი
ფენის უკანონოდ მოპოვების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და ორ
ნაწილად გამოართვა 3500 ლარი.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტო.