მარნეულის მერიამ 2019 წლის 9 თვის ანგარიშები რადიო „მარნეულს“ სტილისტური გაუმართაობის გამო არ მიაწოდა
„ეს არის მოხსენებითი ბარათების სახით სამსახურების მიერ მომზადებული ანგარიშები რომლებიც ჩავაბარეთ მერს. ამას ოფიციალური სახე, ისეთი თქვენ რომ მოგცეთ, არ აქვს.“ - ასე ხსნის მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე რადიო „მარნეულისათვის“ 2019 წლის 9 თვის მერიის სამსახურების, ა.ა.ი.პ-ებისა და შ.პ.ს-ების ანგარიშების არმიცემას.

დეკანოიძე რადიოსთან საუბრისას ამბობს, რომ მერია აღნიშნულ დოკუმენტებს მოამზადებს სტილისტურად და გამართული, მისაღები ფრომით, რის შემდეგაც საჯარო განხილვაზე, რომელიც დეკემბერში გაიმართება, საზოგადოებასა და დაინტერესებულ პირებს წარუდგენს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ნოემბერში მერიის სამსახურების, ა.ა.ი.პ-ებისა და შ.პ.ს-ების ანგარიშები უკვე განიხილეს. როგორც რადიო „მარენულთან“ საუბრისას მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ თქვა, ზემოაღნიშნული ანგარიშები წერილობითი სახით მიიღეს.

14 ნოემბერს, რადიო „მარნეულმა“ მერიიდან მუნიციპალური ა.ა.ი.პ-ებისა და შ.პ.ს-ების 9 თვის ანგარიშები გამოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტს საჯარო ინფორაციაზე პასუხი 10 სამუშაო დღის განმავლობაში, ანუ 28 ნოემბრამდე უნდა გაეცა, წერილზე არასრული პასუხი რედაქციაში 9 დეკემბერს მივიღეთ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები