"ჩვენი უფლებები" - „იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, თავისუფლება არ არსებობს.“ მიხეილ ჯავახიშვილი
„იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, თავისუფლება არ არსებობს.“
მიხეილ ჯავახიშვილი, დამოუკიდებელი სასამართლო, გაზ. "ივერია" 1906.


ლიბერალური დემოკრატიას, რისი მშნებელობის მიზანიც გვაქვს ჩვენს ქვეყანაში, ძირითადი მახასიათებელი არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი გულისხმობს ხელისუფლების განაწილებას სამ შტოს შორის. საკანონმდებლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო.

ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულება ხორციელდება სამი ინსტანციის გზით. პირველი ინსტანცია, მეორე - ანუ სააპელაციო ინსტანცია და მესამე - ბოლო ინსტანცია, ეს არის უზენაესი სასამართლო. საქართველოში გარდა სამი ინსტანციის სასამართლოსი, არსებობს კიდევ საკონსტიტუციო სასამართლო.

რომელიც არ არის მეოთხე ინსტანცია. საკონსტიტუციო სასამართლო ახორციელებს კონსტიტუციურ მართლმსაჯულებას, ანუ კონსტიტუციასთან მიმართებით ამოწმებს საკანონმდებლო ნორმების შესაბამისობას. ეს ფუნქცია არის მნიშვნელოვანი ფუნქცია დემოკრატიულ სახელმწიფოში.

სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებისაგან და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები. სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი.

უფრო მეტი გაიგეთ ჩვენ გადაცემიდან "ჩვენი უფლებები"

გადაცემის წამყვანი, იურისტი ედუარდ მარიკაშვილი

აზერბაიჯანულ ენაზე თარგმანს ოქტაი ქაზუმოვი უზრუნველყოფს






გადაცემა ყოვლე ხუთშაბათს 13:00 საათზე რადიო მარნეულის ტალღაზე 96.9 FM

განმეორებით კი შაბათს 13:00 საათზე; სამშაბათს - 13:00 საათზე; კვირას -17:00 საათზე

გადაცემის ვიდეო ჩანაწერი რადიო მარნეულის Facebook გვერდზე იდება.



პროექტი დაფინანსებულია დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს მიერ. გამოცემაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვალსაზრისს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები