მარნეულის მერიაში ჟურნალისტების შესვლაზე შეზღუდვა დაწესდა

რამდენიმე კვირაა, რაც რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტებმა შევამჩნიეთ, რომ მარნეულის მერიაში შესვლისთანავე დაცვა გვაჩერებს, შენობის მეორე სართლზე ასვლა კი პრესსამსახურთან შეანხმების შემდეგაა შესაძლებელი.
როგორც ირკვევა, გარკვეული შეზღუდვა, მხოლოდ მედიის წარმომადგენლებზე ვრცელდება.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქცია-მოვალეობებში შედის მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩვენი განყოფილების თხოვნა იყო მერიის დაცვის თანამშრომლებთან მიმართებაში, რომ მერიის შენობაში სტუმრადმყოფი მედიასაშუალებების შესახებ საქმისკურსში ჩავეყენებინეთ. იყო შემთხვევები, როდესაც შესაბამისი განყოფილების შემთანხმების გარეშე ხელმძღვანელპირთან ან თანამშრომლებთან დაფიქსირდა ინტერვიუ“
- გვითხრა მერიის საზოგადებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა მარიამ ხაჩიძემ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეზღუდვა ჟურნალისტებზე ქუთაისის მერიაშიც დაწესდა. შენობაში შესვლა მხოლოდ საშვის საშუალებით იქნება შესაძლებელი


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები