მარნეულში „ღია სახალისო საფეხბურთო სკოლების“ ფარგლებში ამხანაგური თამაში გაიმართა
დღეს, 10 დეკემბერს, სოფელ წერეთლის სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, „ღია სახალისო საფეხბურთო სკოლების“ ფარგლებში ამხანაგური თამაში გაიმართა. სტადიონზე სათამაშოდ მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმდებარე სოფლებიდან 12 გუნდის 200-მდე მოსწავლე გამოვიდა. როგორც ჩვენთან საუბარში „ღია სახალისო საფეხბურთო სკოლების“ საქართველოს ხელმძღვანელმა მამუკა კვარაცხელიამ თქვა, ძირითადი აქცენტი გაკეთდა სოფლებზე.



„ღია საფეხბურთო სკოლები საქართველოში 2003 წელს დაარსდა, მანამდე ძალიან დიდი წარმატებით იმუშავა ბალკანეთის ნაომარ ქვეყნებში. პრინციპი არის ის, რომ იმ ქვეყნებში, სადაც იყო ომი გაჭირვება და დაინგრა რაღაც სისტემები, ფეხბურთით შევარიგოთ, ფეხბურთით შევარიგიოთ, დავამეგობროთ ერთმანეს. რადგანაც ისინი, როდესაც გაიზრდებიან ისინი მოვლენ და ომი აღარ იქნება ქვეყანაში. ყველაზე კარგ მაგალითს მოვიყვან გიორგი ხარაიშვილის სახით, როდესაც ის აქ 2003 წელს პირველად გამოვიდა ღია საფეხბურთო სკოლების მაისურით და რამდენ რამეს მიაღწია. საუკეთესო ფეხბურთელი გახდა შვედეთში. აი, ეს ყველაზე კარგად მიუთითებს ღია საფეხბურთო სკოლების წარმატების პრინციპზე“

დღევანდელ ღონისძიებაშ მონაწილეობას ალგეთის სკოლის წითელსოფლის გუნდიც იღებდა. როგორც მწვრთნელმა, არამ აკოფიანმა გვითხრა, ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია მსგავი სახის ღონისძიებების ჩატარება.

ეს ფეხბურთის ფესტივალია, რომელიც ემსახურება ფეხბბურთის პოლულარიზებას გოგონებში, ბიჭებში და ზოგადად იმ ბავშვებში, რომლებიც არ ვარჯიშობენ ეს ღონისძიება სპორტს და ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას ეკუთნის“ - გვითხრა არამ აკოფიანმა.

ამავე გუნდის ერთ-ერთი წევრი, 11 წლის ვიკა კირაკოსიანია, რომელმაც გვითხრა, რომ ფეხბურთის თამაში დაახლოებით სამი წლის ასაკში სცადა და ძალიან მოეწონა.

„მე იმიტომ მომწონს ფეხბურთი, რომ გოგებს, რომ ასწავლიან უფრო მაგრები გახდებიან გოგოები. კიდევ იმიტომ მომწონს, რომ სულ ფორმაში ვიქნებით.



"სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა" საერთაშორისო პროექტია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1998 წლიდან ხორციელდება და მისი მთავარი მიზანი 5-12 წლამდე ბავშვების საფეხუბრთო ცხოვრებაში ჩართვაა. 1998 წლიდან დღემდე აღნიშნულ პროექტში 950 000 მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. "სახალისო საფეხბურთო ღია სკოლა" საქართველოში 2003 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა მიმდინარე წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით პროექტმა ახალი მასშტაბები შეიძინა და საქართველოს ყველა რეგიონში ხორციელდება.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები