სიახლე
ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე ტერაქტის შედეგად ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაშავდა
ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე ტერაქტის შედეგად ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაშავდა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავდა ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის ხუთი სამხედრო მოსამსახურე.

მე-12 ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების, კაპრალების – გოჩა მურადაშვილის, სოსო კვინიკაძის და რომან გიუნაშვილის, რიგითი ილია თაყაძის და უფროსი სერჟანტის დავით ბახურაულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი აგრძელებენ ტერორისტებისგან წმენდისა და სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობას კოალიციურ ძალებთან ერთად.

თავდაცვის ძალების მართვის ცენტრი გადასულია საგანგებო მდგომარეობაზე. სიტუაციურ ოთახში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებიან და პირდაპირ რეჟიმში აკვირდებიან მოვლენების განვითარებას. ოპერაციის დასრულების შემდეგ, დამატებით ინფორმაციას თავდაცვის უწყება კვლავ გაავრცელებს.

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-12 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ნოემბრიდან ასრულებს“,
– აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დედაქალაქის საკრებულოს სარევიზიო კომისიის
სხდომაზე დაპირისპირება მოხდა.
დედაქალაქის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა.
წალკის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო, გზებზე
შეზღუდვაა.
წალკის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო, გზებზე შეზღუდვაა.
წალკის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო, გზებზე
შეზღუდვაა.
წალკის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო, გზებზე შეზღუდვაა.
დღეს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს,
დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი
ქარი.
დღეს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში ითოვებს, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
დიდთოვლობის გამო, აჭარის მაღალმთიან სოფლებში
არსებულ 17 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.
დიდთოვლობის გამო, აჭარის მაღალმთიან სოფლებში არსებულ 17 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.
თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთ კაზინოსთან
გვიან ღამით სპეცოპერაცია ჩატარდა.
თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთ კაზინოსთან გვიან ღამით სპეცოპერაცია ჩატარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის
მიხედვით, 2019 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 481
ადამიანი ემსხვერპლა, 7 921 კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 481 ადამიანი ემსხვერპლა, 7 921 კი დაშავდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,