ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ
ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის 2025 წლის
ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი
ქალაქების სტატუსი მიენიჭათ,
–
ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სეოკ-ის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტებისგან, იანეზ
კოჩიანჩიჩისგან და გენერალური მდივნისგან, რაფაელე პანიოცისგან
მიიღო.
2020 წლის თებერვალში ბორჯომ ბაკურიანს ოფიციალური ვიზიტით
ფესტივალი-2025-ის შემფასებელი კომისიის წევრები ჩამოვლენ.
სეოკ-მა ფესტივალის მასპინძლობასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი
ინფორმაცია EOC -ს 2020 წლის 31 ივლისამდე უნდა წარუდგინოს.